სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. სიღნაღი, როგორც ქალაქი ჩამოყალიბდა XVIIIს-ს მიწურულს ერეკლე II მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. სიღნაღი ჩამოყალიბდა ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი. იგი განლაგებული იყო სავაჭრო და საქარავნო გზების გადაკვეთაზე. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გამლით მერე თისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისაკენ. ამგვარად, მას საფორტიფიკაციო და სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქცია ჰქონდა.
სიღნაღი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს კულტურულ ისტორიაში. XXს-ში იგი მხატვართა, არტისტთა, მწერალთა საყვარელ ადგილს წარმოადგენდა.